გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბანერი დააზიანეს, სადაც ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი.

„საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას. რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას. როდესაც გვეუბნებიან აბა სად არის ბრძოლის ფაქტები, აი იხილეთ ფაქტები. ბანერი დააზიანეს, სადაც ოჯახის სიწმინდეზეა საუბარი.

ეს ხალხი ორგანულად ვერ იტანს სიყვარულს, ორგანულად ვერ იტანს ოჯახურ ღირებულებას, ორგანულად ვერ იტანენ მეგობრობას. ეს ხალხი არის მიდრეკილი ჩხუბისკენ, რეპრესიებისკენ, ბოროტებისკენ. ბუნებით არის ეს ხალხი ასეთი და აუცილებლად დამარცხდებიან იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.