შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხზე თავდამსხმელებზე: რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან

შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხზე თავდამსხმელებზე: რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.