ვოლოდიმირ ზელენსკი: ვითარება დღეს ნამდვილად რთულია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვითარება დღეს ნამდვილად რთულია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ ომი ჩიხშია შესული. ამის შესახებ მან NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ნამდვილად, დღეს სიტუაცია არის რთული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახლა ინიციატივა უკრაინის ხელშია. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი კარგავს ათასობით სამხედროს და ასობით ერთეულ ტექნიკას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა განიხილავს სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას.

„ჩვენი სამხედროები ფიქრობენ სხვადასხვა გეგმაზე, სხვადასხვა ოპერაციაზე, რათა უფრო სწრაფად წავიდნენ წინ და მოულოდნელად დაარტყან რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა მან.

როგორც უკრაინის ლიდერმა ინტერვიუში განაცხადა, ეს არის ხანგრძლივი ომი და უკრაინა საკუთარ სტრატეგიაში ცვლილების შეტანას განიხილავს.