მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ესპანეთის ლა ლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
"სამეფო" კლუბის ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსს (ბარსელონა), ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო), ისკოს (ბეტისი) და ალეხანდრო გარსიას (ჟირონა) გაუსწრო.
ოქტომბერში ესპანეთის ჩემპიონატში 20 წლის ინგლისელმა ლა ლიგის სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.