„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო გროსომ იმ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა, რომლის შედეგად დაშავდა.
„მარსელის“ ფანები „ლიონის“ ავტობუსს დაესხნენ თავს და გროსომ სახეზე დაზიანებები მიიღო. მან თქვა, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს.
„არ მინდოდა ჩემი სახის ფოტო მთელ მსოფლიოს ენახა, ვისურვებდი, რომ ეს ფოტოები არ გავრცელებულიყო. ასეთი რამ არასდროს უნდა მოხდეს. მთავარი მე არ ვარ: ავტობუსში 40 ადამიანი იყო, ეს შეიძლებოდა ნებისმიერს დამართოდა, სხვა ავტობუსში კი ფანები იყვნენ. შეიძლება ახლა აქ არ ვყოფილიყავი და ამის შესახებ ვერ მელაპარაკა. ჩვენ გავიარეთ გზა, რომელიც ბევრი ქვითაა გარშემორტყმული, მსგავსი რამ არ არის ნორმალური. გამოსავალი სტადიონიდან გულშემატკივრების გაყვანა კი არა, არამედ უსაფრთხოების ზომების გაზრდაა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებებს მანამდე მიიღებენ, სანამ კიდევ უფრო სერიოზული რაღაც მოხდება. ჩვენ გავიარეთ ტერიტორია, რომელიც არ უნდა გაგვევლო. სტადიონზე მისვლისას ორი მანქანით და ორი მოტოციკლით მიგვაცილეს, უკან ოთხი მანქანით და 20 მოტოციკლით. რატომ კეთდება საქმე ყოველთვის მომხდარის შემდეგ?
ახლა უკეთ ვარ, მაგრამ შეიძლებოდა ამაზე უკეთაც ვყოფილიყავი. იმედგაცრუებულები, გაბრაზებულები და შოკირებული ვართ. სევდიანი დღე იყო სპორტისთვის, არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. „მარსელის“ პრეზიდენტი და ჯენარო გატუზო მატჩის გადადებისთანავე მეძებდნენ, შემდეგ ტელეფონზე ვილაპარაკეთ. მათ მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, რომ „მარსელის“ და მათი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. უბრალოდ, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, იმედი მაქვს, რომ ეს აღარ განმეორდება“, - თქვა გროსომ.