ბოიან კრკიჩი:

ბოიან კრკიჩი: "მესი და რონალდუ ახალგაზრდებისთვის მაგალითი არ არიან"

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ახალგაზრდებისთვის სამაგალითოები არ არიან.

როგორც მან თქვა, ისინი გამონაკლისები არიან, ამიტომ, არ შეიძლება მაგალითს წარმოადგენდნენ.

„არც მესი, არც რონალდუ და არც რაფა ნადალი ჩვეულებრივი შემთხვევები არ არის. ისინი არ შეიძლება ახალგაზრდებისთვის მაგალითი იყვნენ, რადგან ისინი გამონაკლისები არიან. ჩემი აზრით, მაგალითია სერხიო კანალესი, რომელმაც სამჯერ მოიტეხა ფეხი და მაინც ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. ან ხოსელუ, რომელიც 33 წლის ასაკში მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ეს არის წარმატება“, - თქვა ბოიანმა.