მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპე გუნდს მომავალ ზაფხულს შეუერთდება - წერს Marca.
წყაროს ცნობით, პსჟ-ში სიტუაციის შეცვლის იმედი აქვს, მაგრამ 24 წლის ფრანგის შენარჩუნება ძალიან რთულ ამოცანად მიაჩნიათ.
მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.