„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ინგლისის ლიგის თასიდან გუნდის გავარდნის შემდეგ, მის მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მერვედფინალის ეტაპზე გუნდი „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
„მებრძოლი ვარ. ამ მომენტში ცუდ მდგომარეობაში ვართ. პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ ამას გამოწვევად ვაფასებ. უნდა დავრჩე ჩემს ფეხბურთელებთან და ერთად ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა.“ - ციტირებს ტვიტერში ტენ ჰაგის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.