„მანჩესტერ იუნაიტედს“ 1962 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 1962 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 1962/1963 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდა - გვამცნობს ანალიტიურ-სტატისტიკური პორტალი OptaJoe.

წყაროს ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სეზონის პირველი 15 მატჩიდან 8 წააგო. უარესი შედეგი მხოლოდ1962/1963 წლების სეზონში გახლდათ, როდესაც „იუნაიტედმა“ სეზონის პირველი 15 მატჩიდან 9 წააგო.

ასევე გუნდს აქვს ყველაზე ცუდი საშინაო სტარტი 1930 წლის შემდეგ. „წითელმა ეშმაკებმა“ სეზონის პირველი 10 საშინაო მატჩიდან 5 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს „მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში „ნიუკასლთან" გამანადგურებელი მარცხი განიცადა, შეხვედრა მანჩესტერში „ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ანგარიშით 3:0.