ბრაზილიური „გრემიოს" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, გაისად „ინტერ მაიამიში" უახლოეს მეგობარ ლიონელ მესის შეუერთდება - წერს El Pais.
სუარესი ამჟამინდელ კლუბს ბრაზილიის სერია A-ს დასასრულისას, დეკემბერში დატოვებს. ამის შემდეგ ის მზადაა ყოფილ ბარსელონელ თანაგუნდელებთან, ლიონელ მესისთან, სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად ამერიკულ კლუბ „ინტერ მაიამიში“ითამაშოს
გავრცელებული ინფორმაციით, სუარესმა მაიამის „ინტერის“ წარმომადგენლებთან ელექტრონული წერილები გაცვალა. თავდაპირველად მას ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, კონტრაქტი შეიძლება გაგრძელდეს გარემოებების მიხედვით. ვარსკვლავი, რომელიც იანვარში 37 წლის ხდება, სავარაუდოდ, დეკემბერში მაიამიში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტი გახდება.