„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო გროსომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პირველად გააკეთა კომენტარი იმ ინციდენტზე, რომელიც მარსელში მოხდა.
„ის, რაც კვირას მოხდა, შეიძლებოდა ტრაგედია ყოფილიყო და ეს რა თქმა უნდა, იყო ტრაგედია იყო სპორტისთვის და ყველა მათგანისთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ეს შეიძლება გაკვეთილი იყოს ჩვენი მომავლისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა გროსომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „მარსელის“ ფანებმა „ლიონის“ ავტობუსს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც გროსო დაშავდა.