ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულამ ლიონელ მესის შესახებ თქვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის ის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.
„ლიონელ მესი მაგალითი უნდა იყოს ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის. 36 წლისაა და ოქროს ბურთი მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ამიტომ, შთაგონების წყარო უნდა იყოს ფეხბურთელებისთვის, ვისაც სურს პროფესიონალი ფეხბურთელი იყოს. წვეულებები და ღამეების გარეთ გატარება კარგი არაა“, - თქვა ლულამ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო.