NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ ესტუმრა და 102:118 დამარცხდა.
სტუმრებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში კონკურენცია გაუწიეს და იგებდნენ კიდეც, მაგრამ მესამე პერიოდი 20 ქულით წააგეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
გოგა ბითაძემ მხოლოდ 03:56 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 1 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 2 საჯარიმო ისროლა, საიდანაც 1 გამოდგა ზუსტი.
საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 27 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით, რასელ ვესტბურკმა კი 18 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. „ორლანდოში“ პაოლო ბანკერო (15 ქულა) და მორის ვაგნერი (13 ქულა) გამოირჩნენ.
„ორლანდო მეჯიქი“ 2 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, „იუტა ჯაზთან“ გამართავს.
დღესვე ითამაშა „სან ანტონიომ“, რომელმაც სტუმრად „ფინიქს სანსი“ 115:114 დაამარცხა, მაგრამ სანდრო მამუკელაშვილს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.