ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებული ერთ-ერთი იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ნისამ აბუ აჯინა.
„ცაჰალის“ ცნობით, აბუ აჯინა მეთაურობდა შეიარაღებულ მებრძოლებს, რომლებმაც 7 ოქტომბერს კიბუც ერეცსა და ნეტივ ჰაასარაში სისხლიანი თავდასხმა მოაწყვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მანამდე აბუ აჯინა „ჰამასის“ საჰაერო ძალებს მეთაურობდა.