გია აბაშიძე: „აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო

გია აბაშიძე: „აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას

რობინ დანიგანი და სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ "ნაცების" ვასალების 'საბულინგო' იყვნენ.“  - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მდიდარი „ენჯეობის“ მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობის შენარჩუნებაა. აბაშიძემ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის   დამუნათებას.

„აშშ-ის ახალი ელჩით უკვე უკმაყოფილო "ნაცმოძრაობის" მარიონეტი არასამთავრობოები პარაზიტულად ეცდებიან მის დამუნათებას. თუმცა, რობინ დანიგანი და არც სხვა ამერიკელი დიპლომატები იმ კალიბრის არ არიან, რომ "ნაცების" ვასალების 'საბულინგო' იყვნენ.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.