ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი თავისი ვიზიტებიდან ელოდებოდა უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ხელისუფლებების მიმართ და ეს შედეგი ვერ მიიღო , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად მძევალია თავისი განცხადებებისა, რომელიც გააკეთა. ვფიქრობ, ნაჩქარევად. უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, უფრო მეტი ზიანის მოტანის მოლოდინი ჰქონდა და ახლა მძევლის პოზიციიდან რთულია უკან დაიხიოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილს დანიის სამეფოში ვიზიტი ხვალ აქვს დაგეგმილი. მან, ვიზიტის შესახებ მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართა და უარი აქვს მიღებული.