კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის იმის გარანტი, რომ შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყოველთვის, როდესაც ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არის მნიშვნელოვანი და ეს არის ისეთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც ამ ქვეყანამ არ უნდა გაუშვას, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს, ასევე ყოველთვის ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის იმის გარანტი, რომ შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, უნდა გვესმოდეს ასევე ძალიან კარგად, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, უმნიშვნელოვანესია და ეს არის სწორედ ევროკავშირის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ უნდა გავატაროთ დემოკრატიული რეფორმები“, - აღნიშნა წითლიძემ.