ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა (2:2). უფრო სწორად 2 ქულა დაკარგა, რადგან მეორე გოლი 97-ე წუთზე გაუშვა.
გიორგი მამარდაშვილმა 5 დარტყმა მოიგერია და ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თუმცა, ესპანურმა გამოცემებმა გარკვეულწილად მეორე გოლში დაადანაშაულეს.
AS: „მას 4 სეივი ჰქონდა, რითაც „ბილბაოს“ გოლეადას ხელი შეუშალა. დე მარკოსის გოლზე ჩავარდა, მაგრამ ასევე ბერენგერის გოლზეც. ტკბილი და მჟავე გემოთი დაასრულა თამაში“.
Eldesmarque: „ოც წუთში სამი სეივი გააკეთა, თან ძალიან ღირებული. გოლი ფეხებშორის გაუვიდა, მაგრამ დე მარკოსმა ახლო მანძილიდან დაურტყა. მეორე ტაიმშიც ჰქონდა გამოსარჩევი სეივები, შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ თამაშის ბოლოს კარიდან გამოსვლის მომენტი ცუდად შეარჩია და გარკვეულწილად თავისი ბრწყინვალე თამაში გააფუჭა“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 13 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, „გრანადას“ უმასპინძლებს.