პიოლი

პიოლი "ნაპოლისთან" მატჩზე: "მხოლოდ ქულა იმედგაცრუებაა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. ის შედეგით უკმაყოფილო იყო და ფრეს იმედგაცრუება უწოდა.

„ეს თამაშიც რომ წაგვეგო, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. შეცდომა დავუშვით პირველი გოლის გაშვებისას და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც მხოლოდ ორი გატანილი გოლი ძალიან. სამწუხაროა, რადგან კარგად ვითამაშეთ, მხოლოდ ერთი ქულით წასვლა, იმედგაცრუებაა.

ლეაუ იმიტომ შეცვალე, რომ მოედანზე ენერგიის მქონე ფეხბურთელები მჭირდებოდა. ბოლო ერთ კვირაში მესამე მატჩი იყო და ბიჭები დაიღალნენ. როდესაც ორბურთიანი უპირატესობა გაქვს, თამაში უნდა მოიგო. „ნაპოლის“ ჰქონდა თავისი მომენტები, მაგრამ ჩვენ პასიურები არ ვიყავით. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გაუმჯობესება. მწვრთნელების ბედი ყოველთვის კლუბის ხელშია, თუ რამდენიმე წლის წინ მიზანი ოთხეულში შესვლა იყო, ახლა სკუდეტოს მოგებაა. „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ნაპოლი“ ძლიერები არიან, მაგრამ ახლოს ვართ მათ დონესთან“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 22 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება „ინტერის“, ხოლო 1 ქულით - „იუვენტუსს“.