ირაკლი ჩიხლაძე: რუსული რუბლებით და კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფული, როგორც ჩანს, ხოშტარია-ჯაფარიძემ სარფიანად დააბანდეს და ამ ფულით შექმნილი საიტით გადაწყვიტეს „იმედის“ ჟურნალისტებზე შეტევა

ირაკლი ჩიხლაძე: რუსული რუბლებით და კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფული, როგორც ჩანს, ხოშტარია-ჯაფარიძემ სარფიანად დააბანდეს და ამ ფულით შექმნილი საიტით გადაწყვიტეს „იმედის“ ჟურნალისტებზე შეტევა

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ხოშტარია-ჯაფარიძის მიერ „იმედის“ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას გადაცემაში გამოეხმაურა.

„ხოშტარია-ჯაფარიძეზე გასულ კვირას „იმედის კვირაში“ მომზადებულმა რეპორტაჟმა კეზერაშვილის mona.ge გააღიზიანა. რუსული რუბლებით და კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვით (და არა მარტო) ნაშოვნი ფული, როგორც ჩანს, ხოშტარია-ჯაფარიძემ სარფიანად დააბანდეს და ამ ფულით შექმნილი საიტით გადაწყვიტეს „იმედსა“ და „იმედის“ ჟურნალისტებზე შეტევა. პოლიტიკოსობის ამბიციის მქონე ამ პირების სამართლებრივი განსჯა ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა, თამამად შემიძლია შევახსენო ორივეს, რომ მორალური უფლებაც დაკარგული აქვთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნის.

პოლიტიკაში მათ მონაწილეობას ხალხი წყვეტს, სწორედ ხალხმა არაერთხელ აჩვენა არჩევნებზე თავისი განწყობა ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებსაც დღეს არაფერი დარჩენიათ, გარდა იაფფასიანი, მდარე ეპატაჟურობისა, რადგან პოლიტიკური თანამოაზრეებიც აღარ შერჩათ. ჟურნალისტური საქმიანობისათვის ყველაზე ბინძური ფორმით სტიგმატიზაციაზეც კი წავიდნენ უკვე. ხოშტარია- ჯაფარიძის სიტყვას ფასი მაშინ ექნება, როცა რუსული რუბლების, კრემლიდან გადმორიცხული მილიონების და ოლიგარქ კეზერაშვილის გარეშე გააკეთებთ ,,საქმეს“, მაგრამ საქმის კეთებას - უნარი სჭირდება, ასეთი უნარი კი, თქვენ ნამდვილად არ აღმოგაჩნდათ. თუ ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ჟურნალისტებმა ვეღარ გაბედონ თქვენი მხილება, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენმა სიტყვამ ფასი დიდი ხნის წინ დაკარგა; ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თქვენს იაფფასიან პროპაგანდას თქვენსავე დაფინანსებულ გვერდებზე ძალიან მცირე გამოხმაურება აქვს, „იმედის“ რეიტინგისა და ნდობის მაჩვენებელს კი აქ არ შეგახსენებთ, რადგან ეს მაჩვენებელი თქვენს, ხოშტარია-ჯაფარიძის დუეტს პოლიტიკური აქტივობის არცერთ ეტაპზე არ ჰქონია და ვერც საუკეთესო პერსპექტივაში ელის. ამხანაგო ხოშტარიავ და ჯაფარიძევ (ასე მომართვა უფრო შეგეფერებათ), რუსული პოლიტიკის მედროშეებო, თქვენგან მხოლოდ ქება იქნება ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, კიდევ კარგი, რომ ამის მოლოდინი არც გვაქვს. ეს ჩემი პირადი აზრია, ახლა კი საბა ხვიჩიას რეპორტაჟი ხოშტარია - ჯაფარიძის ბოლშევიკურ თამაშებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.