გიორგი ვოლსკი: მანიფესტაციის შესახებ კანონი მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ საფუძველსაც, რაც რადიკალური ოპოზიციის მიერ რევოლუციური გარემოს შექმნას ხმარდებოდა

გიორგი ვოლსკი: მანიფესტაციის შესახებ კანონი მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ საფუძველსაც, რაც რადიკალური ოპოზიციის მიერ რევოლუციური გარემოს შექმნას ხმარდებოდა

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, მანიფესტაციის შესახებ კანონი განპირობებულია იმ საფრთხეებით, რომელიც საკმაოდ თვალხილული და აშკარა იყო,

„ის საფუძველიც, რაც რევოლუციის გარემოს შექმნას ხმარდებოდა რადიკალური ოპოზიციის მიერ, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული", - აღნიშნა ვოლსკიმ.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.