დღეში სულ ცოტა ორი პირდაპირი რეისი სრულდება საქართველოს მიმართულებით. მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გაარიდონ სიტუაციას და გაიყვანონ ქვეყნიდან, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კლებაა, ვისაც სურვილი აქვს, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. პირდაპირი რეისები არის. დღეში სულ ცოტა ორი პირდაპირი რეისი სრულდება საქართველოს მიმართულებით. საჭიროა, რომ დავიცვათ ყველა ის რეგულაცია, რაც თავს გადაგვარჩენინებს - ეს არის დაცულ სადგომებში შესვლა როგორც კი იქნება საჰაერო განგაში და ა.შ, თუმცა ადამიანებს აქვთ ფსიქოლოგიური სტრესი, განსაკუთრებით ბავშვებს. ამიტომ ბავშვების პატრონი მშობლები ცდილობენ, რომ გაარიდონ სიტუაციას და გაიყვანონ ქვეყნიდან“, - აღნიშნა ელჩმა.