მიხეილ სარჯველაძე: ასოცირებული ტრიოს კვლავ ერთიან ფორმატში განხილვის დაბრუნება, უაღრესად კარგის მანიშნებელია

მიხეილ სარჯველაძე: ასოცირებული ტრიოს კვლავ ერთიან ფორმატში განხილვის დაბრუნება, უაღრესად კარგის მანიშნებელია

ეს შემობრუნება ნიშნავს იმას, რომ სწორად არის აღქმული შარშან მიღებული გადაწყვეტილების უმართებულობის არსი, - მის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად ბრიუსელში ევროპული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტით დასრულდა.

„ახლოვდება მომენტი როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ასოცირებული ტრიოს ერთიან ფორმატში განხილვა კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა, არის უაღრესად კარგის მანიშნებელი. ეს შემობრუნება ნიშნავს იმას, რომ სწორად არის აღქმული შარშან მიღებული გადაწყვეტილების უმართებულობის არსი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტით დასრულდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი.