არჩილ თალაკვაძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ორგანიზებულ ტრენინგებზე: პოლიტიკური ფარისევლობაა ის, რომ ეს ხალხი იცავს ადამიანის უფლებებს და იმ ღირებულებებს, რაც ევროპასთან საერთო გვაქვს

არჩილ თალაკვაძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ორგანიზებულ ტრენინგებზე: პოლიტიკური ფარისევლობაა ის, რომ ეს ხალხი იცავს ადამიანის უფლებებს და იმ ღირებულებებს, რაც ევროპასთან საერთო გვაქვს

ფასადურია, პოლიტიკური ფარისევლობაა ის, რომ ეს ხალხი იცავს ადამიანის უფლებებს და იმ ღირებულებებს, რაც ევროპასთან საერთო გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერების ორგანიზებით, სურამში, ახალგაზრდებისთვის მორიგი სემინარი იმართება.

„ასე ხდება, როდესაც ანტიევროპელებს უნდათ ევროპელობა, როდესაც რუსული ხელფასებით უნდათ აკეთონ ევროპული საქმე. ასე არ გამოვა, რადგან ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. ისინი „ჩემი შენ გითხარიოს“ პრინციპით საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ რუსული საქმის კეთებას, სინამდვილეში თავად წარმოადგენენ ჯგუფს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსულ საქმეს ემსახურება. რა თქმა უნდა ფასადურია, პოლიტიკური ფარისევლობაა ის, რომ ეს ხალხი იცავს ადამიანის უფლებებს და იმ ღირებულებებს, რაც ევროპასთან საერთო გვაქვს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.