კახა კალაძე: ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა, შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს, მაგრამ არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ

კახა კალაძე: ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა, შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს, მაგრამ არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებები „ქართული ოცნების“ მოგონილი არ არის და ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაშია ანალოგიური კანონი“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ვიღაც ჯგუფებმა გარკვეული დაძაბულობა და არეულობა შექმნან, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ რადიკალური კურსის გამტარებელია, რაზეც სუს-ი საუბრობდა.

უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაცები გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ“, -აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან „გირჩი-მეტ თავისუფლებასა“ და „დროას“ პოლიტიკურ საქმიანობაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისინი რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ მომავალს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.

„სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. მათ ქმედებებს და პოლიტიკურ მომავალს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ყოველთვის განწირულები არიან მარცხისთვის. არამხოლოდ ეს ორი ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკოსი, ვინც რადიკალიზმით არის დაკავებული“,- აღნიშნა კალაძემ.