პაატა მანჯგალაძე: კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით - გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება, რაც არ გვაქვს

პაატა მანჯგალაძე: კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით - გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება, რაც არ გვაქვს

კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს - რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ 8 ნოემბერს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ.

"კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან, თუმცა ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს. რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ 8 ნოემბერს.

ერთი ფაქტორი არის, გეოპოლიტიკური ინტერესი, ევროპის გაფართოება, ეს პოლიტიკა დაწყებულია. შესაძლებელია რუსეთის დასასჯელად და იმისთვის, რომ რუსეთმა არ იფიქროს, ევროპამ საქართველო მიატოვა, ამიტომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.

“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, - წერია დასკვნით დოკუმენტში.

ცუგო- ერთი ფრთა გვაკლიაო, შენ და დანარჩენი ნაც ოპოზიცია სად ხართ? რა ნაწილში ხართ? მე მგონია კურკლში ხართ...
1 წლის უკან