გასული დღის განმავლობაში ჩვენ გადავედით ომის ახალ ეტაპზე. ცეცხლის სიძლიერემ შეარყია მიწა ღაზაში და ის განსხვავდება ყველაფრისგან, რაც „ჰამასს“ განუცდია მისი დაარსების დღიდან, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
როგორც გალანტმა ბრიფინგზე განაცხადა, ოპერაცია ზუსტი, ლეტალური და უკიდურესად ძლიერი. ამასთან დასძინა, რომ ისრაელს არ სურს ომის გაფართოება, მაგრამ ამისთვის მზადაა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სხვა ჩაერთვება.
რაც შეეხება მძევლებს, გალანტის თქმით ისრაელი ყველაფერს აკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.
„ეს არ არის მეორეხარისხოვანი მისია“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერად ურტყამს ისრაელი „ჰამასს,“ მით უფრო დიდია შანსები, „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე დათანხმდეს.