ესპანეთის ლა ლიგაში „ჟირონას“ ზღაპარი გრძელდება. კატალონიელებმა მე-11 ტურის სასტარტო მატჩში ვიგოს „სელტას“ აჯობეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.
გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე იანხელ ერერამ გაიტანა. „ჟირონა“ ფანტასტიკურ სეზონის ატარებს: 11 ტურში 9-ჯერ მოიგო, მხოლოდ ერთხელ წააგო და ერთხელაც ფრეს დასჯერდა. შედეგად, 28 ქულით ლიდერია და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურში „ელ კლასიკოა“, დიდი შანსია, ტურის დასრულების მერეც ერთპიროვნული ლიდერი იყოს.
„ჟირონა“ თუ ზღაპარშია, რაფა ბენიტესის „სელტა“ კოშმარშია - 6 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.