Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მას „ნეაპოლიტანელ მბაპეს“ უწოდებს, რომელმაც იცის, რომ როგორ გამოიყვანოს გუნდი გვირაბიდან.
„კვარა თითქოს, გაქრა, შთანთქა ძალიან აშკარა იდენტობის კრიზისმა, წამიერი მომენტი, რომელიც ერთი წამით გაგრძელდა და ეს კრიზისი დასრულდა „უდინეზესთან“ სწორედ მაშინ, როცა „ნაპოლის“ სჭირდებოდა. როდესაც „ნაპოლი“ ემოციურად ჩაიძირა „ფიორენტინასთან“ მარცხით, კვარამ შეძლო თავი გამოეჩინა. ჯერ ნაკრებში გახურდა გოლებით და საგოლე პასებით, დაქორწინდა თავის ნიცაზეც. ოსიმენის გარეშე კვარაცხელია ხდება პოლარული ვარსკვლავი, კაშკაშა შუქი, ჩემპიონი, რომელმაც იცის, როგორ გამოგიყვანოს გვირაბიდან და ტანჯვისგან. ვისაც შეუძლია მარტო მოიგოს, თუნდაც ეშმაკის წინააღმდეგ, თითქოს, „ნეაპოლიტანელი მბაპე“ იყოს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.