„ცაჰალი“: ღაზის სექტორში მძევლების დადასტურებული რაოდენობა 229-მდე გაიზარდა

„ცაჰალი“: ღაზის სექტორში მძევლების დადასტურებული რაოდენობა 229-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ გატაცებული 229 ადამიანი იმყოფება. როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მანამდე „ჰაცალმა“ ინფორმაცია 224 მძევლის შესახებ გაავრცელა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.