თვითონ არახამიაც ერთ-ერთი იყო, ვინც ხელაღებით აკრიტიკებდა ამ კანონის მიღებას საქართველოში, რომლის ინიციირებასაც ახლა თავად უჭერს მხარს უკრაინაში. აქედანაც ჩანს ამ „ომის პარტიის“ ადამიანების ორმაგი სტანდარტი და რეალური სახე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვფიქრობ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია არის ვალდებული, გააპროტესტოს უკრაინაში რუსული კანონის ინიციირება, ან ბოდიში მოუხადოს ჩვენს საზოგადოებას, რადგან თავის დროზე მარტში მათ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება. მათ ამერიკულ კანონს შეგნებულად უწოდეს რუსული. თვითონ არახამიაც ერთ-ერთი იყო, ვინც ხელაღებით აკრიტიკებდა ამ კანონის მიღებას საქართველოში, რომლის ინიციირებასაც ახლა თავად უჭერს მხარს უკრაინაში. აქედანაც ჩანს ამ „ომის პარტიის“ ადამიანების ორმაგი სტანდარტი და რეალური სახე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.