ისრაელის განცხადებით, მოკლეს „ჰამასის“ დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგეგმა. ამის შესახებ BBC წერს.
„ცაჰალის“ განმარტებით, შადი ბარუდი ავიადარტყმებს ემსხვერპლა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰასან ალ-აბდულა, რომელიც სარაკეტო იერიშებზე იყო პასუხისმგებელი.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.