მადრიდის „რეალის

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ბრაიმ დიასი შესაძლოა „ასტონ ვილაში" გადავიდეს

„ასტონ ვილა“ მადრიდის „რეალის" ნახევარმცველით, ბრაიმ დიასით დაინტერესდა - გვამცნობს Todofichajes.

ბირმინგემული კლუბის წარმომადგენლები აქტიურად ადევნებენ თვალყურს ესპანელი ფეხბურთელის თამაშს და შესაძლოა მადრიდელებს ზამთარში 20 მილიონევროიანი შესყიდვის შეთავაზება გაუგზავნონ.

ამ სეზონში დიასმა „რეალის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.