„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროს კარგად მოემზადა და სათამაშოდ მზადაა. Toronews-ის ინფორმაციით, თუ ალესანდრო ბონჯორნო მანამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, „ნერაძურის“ წინააღმდეგ საბა მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.
საზონოვმა „ტორინოში“ ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ჯერ შეცვლაზე „ლაციოსთან“ და შემდეგ ძირითადში „ვერონასთან“, მაგრამ მოედანი პირველივე ტაიმში ტრავმის გამო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი არ უთამაშია, იმ წუთებში, რაც მინდორზე გაატარა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ინტერის“ მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.