პაკისტანის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისტორიაში პირველი თამაში მოიგო.
ინგლისელი სპეციალისტის სტეფენ კონსტანტინეს გაწვრთნილმა გუნდმა აზიის ზონის პირველ შესარჩევ ეტაპზე კამბოჯის ნაკრები ჰარუნ ჰამიდის გოლით 1:0 დაამარცხა.
პაკისტანი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა 2001 წლიდან გამოდის და აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული - 5 ფრე, 12 წაგება.
ამრიგად, პაკისტანმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია (კამბოჯას ორი მატჩის ჯამში აჯობა 0:0, 1:0) და მეორე შესარჩევ ციკლში იასპარეზებს, სადაც G ჯგუფში საუდის არაბეთის, ტაჯიკეთისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.