ფრანგი მინისტრი ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს

ფრანგი მინისტრი ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალ დარმანინი „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელს, კარიმ ბენზემას მუსლიმურ ძმებთან, ისლამურ ორგანიზაციასთან, რომელიც საფრანგეთში ტერორისტულად არის შეფასებული, კავშირში ადანაშაულებს.

„ბატონ კარიმ ბენზემას ცნობილი კავშირები აქვს მუსლიმურ ძმებთან“, - თქვა მინისტრმა CNews-თან ინტერვიუში.

ფრანგ ვარსკვლავს ამის თაობაზე არანაირი კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ის რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ისრაელი-პალესტინის ომს და პალესტინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.