მოურინიო

მოურინიო "რომას" სეზონის ბოლოს დატოვებს

ჟოზე მოურინიო მიმდინარე სეზონის ბოლოს „რომას“ დატოვებს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, მხარეებს შორის არ განახლდება, შესაბამისად, პორტუგალიელს ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს.

ჟოზე მოურინიო „რომაში“ 2021 წლიდან მუშაობს და გუნდს კონფერენს ლიგა მოაგებინა, რაც „ჯალოროსის“ ისტორიაში პირველი ევროპული ტიტულია. მოურინო მანამდე „ბენფიკას“, „ლეირიას“, „პორტუს“, „ჩელსის“, „ინტერის“, „რეალის“, „მანჩესტერისა“ და „ტოტენჰემის“ მწვრთნელად მუშაობდა.