ვეტერანმა ფეხბურთელმა მასიმო ბრამბატიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბოლო სეზონს ატარებენ. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ კვარა გაისად „აძურიდან“ წავა.
„ნაპოლიდან“ ამ სეზონის შემდეგ ოსიმენი და ჟიელინსკი წავლენ, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელს არც კვარაცხელია დარჩება გუნდში“, - თქვა ბრამბატიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.