ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად სკაუტმა კლაუდიო ონოფრიმ ხვიჩა კვარაცხელიას ქორწინებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს კარგი ნაბიჯია, მით უფრო, ყურადღების ცენტრში მყოფი ფეხბურთელისთვის, როგორც კვარაცხელიაა.
„პატარა ასაკში დაქორწინება შეძლება გადამწყვეტი იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს განიჭებს. ამას ემატება მშვიდი მეუღლე, რაც ადამიანს ნამდვილად ცვლის. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“, - თქვა ონოფრიმ.