როგორ დავიძინოთ ტკბილად?

როგორ დავიძინოთ ტკბილად?

დაიღალეთ, მაგრამ მაინც არ გეძინებათ, არადა, დილით ადრე ხართ ასადგომი. ასეთი სიტუაცია ცხოვრებაში ხშირია, განსაკუთრებით დაძაბული, გადატვირთული დღის შემდეგ.

ფსიქოლოგების რეკომენდაციები განტვირთვასა და სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ, ძილსაც მოგგვრით.

აი, რა უნდა გააკეთოთ: დაწექით ზურგზე და ხელები გაშალეთ, ხელისგულებით ზემოთ, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით. ნელა ჩაისუნთქეთ ჰაერი, ისუნთქეთ დიაფრაგმით.

ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ სხეული ღრუბელია, თქვენ კი კანის მეშვეობით ენერგიას ისრუტავთ. ის სხეულში ყოველი უჯრედიდან აღწევს. ნელა ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ჰაერთან ერთად თქვენს ორგანიზმს თანდათან ტოვებს დაძაბულობა და გაღიზიანება.

ამის შემდეგ ტკბილად ჩაგეძინებათ.