იაგო ხვიჩია: საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას“ პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუებაში ეხმარება

იაგო ხვიჩია: საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას“ პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუებაში ეხმარება

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას" პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუებაში ეხმარება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს პროდასავლელი ელექტორატისთვის სალომე ზურაბიშვილი ალტერნატივად წარმოჩნდეს, თუმცა, რეალურად, როგორც ხვიჩია აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმები „ერთ ყულაბაში“ აღმოჩნდება.

„არანაირი ნიშნები რეალურ საკითხებზე რომ „ქართული ოცნება" და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს ებრძვის, არ იკვეთება. ეს არის მცდელობა ე.წ. პროდასავლელი ამომრჩევლის მოტყუების, რომ თუ არ მოგწონს "ქართული ოცნება" პრორუსული პოლიტიკის გამო, აგერ არის პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ ხმა მას უნდა მისცე, მაგრამ ორივესთვის მიცემული ეს ხმები ერთ ყულაბაში აღმოჩნდება, ამ ტყუილში ეხმარება საკონსტიტუციო სასამართლო "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ხვიჩიამ.