იტალიის ჩემპიონატში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტო“ სტუმრად დამაჯერებლად, 90:75 იმარჯვა და ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
თორნიკე შენგელიამ შესანიშნავად ითამაშა, რომელმაც 23 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. თორნიკე 15 ქულით ორივე გუნდში რიგით მეორე იყო შედეგიანობით.
„ვირტუს ბოლონია“ 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით ლიდერია, 22 ოქტომბერს კი „სასარის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.