იტალიური მედია საქართველოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო მატჩებს გამოეხმაურა. ცნობილი გამოცემები წერენ, რომ რუდი გარსიამ მტანჯველი სანაკრებო პაუზიდან საუკეთესო ამბავი გაიგო - კვარაცხელია კლუბში შესანიშნავ ფორმაში ბრუნდება.
„კასტელ ვოლტურნოში გაგზავნილი საუკეთესო სიახლეა: ოთხ დღეში კვარაცხელია ორი გოლი გაიტანა, გუშინ საგოლე პასიც გააკეთა და „ნაპოლი“ ხელგაშლილი ელოდება. ახლა, როგორც არასდროს, ოსიმენის ირგვლივ შემაშფოთებელი ამბების გამო, ეს სიახლე მნიშვნელოვანია: კვარამ დაასრულა სანაკრებო ვალდებულებები და შეუძლია დაუყოვნებლივ თავი „ვერონასთან“ გასვლითი მატჩისთვის მზადებას მიუძღვნას, რომელიც გადამწყვეტია გარსიასთვის და დელიკატურია გუნდისთვის“, - წერს Corriere Dello Sport-ი.
ხვიჩას თამაშს კიდევ ერთი ცნობილი იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი გამოეხმაურა, რომელიც წერს:
„ორი გამარჯვება, 2 გოლი, დაბრუნებული ღიმილი და გოლის აღნიშვნის ახალი სტილი. სანაკრებო პაუზა „ნაპოლის“ მსოფლიო კლასის ფორმატში უბრუნებს. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ამბავია, რომელიც რუდი გარსიას შეიძლებოდა მიეღო ამ მტანჯველი სანაკრებო პაუზის დროს. ქართველმა როგორც ჩანს, საბოლოოდ იპოვა თავისი თავი, მზადაა „ნაპოლი“ მხრებზე მოიკიდოს და შესაძლოა ამ დელიკატური მომენტიდანაც გამოიყვანოს. კლუბი და გულშემატკივრები ამას ელოდებიან. მანამდე ქართველი თანამემამულეებს დაეხმარა: ტაილანდთან შეცვლაზე შევიდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში გოლი გაიტანა, ხოლო გუშინ კვარამ კვიპროსთან გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გოლის შემდეგ მან მშვილდოსნის ჟესტი გააკეთა: მზადაა ისროლოს ისარი, რათა „ნაპოლი“ დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში დააბრუნოს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული 12 გოლის გატანა უკვე მოახერხა, რითაც ყველა დროის ბომბარდირთა ხუთეულს უახლოვდება.