კატარელმა შეიხმა

კატარელმა შეიხმა "მანჩესტერის" შეძენაზე უარი თქვა

გლეიზერების ოჯახი მზად იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაეყიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბავი მომავლისთვის გადაიდო.

ინგლისური კლუბის შესყიდვა კატარელ შეიხს, ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანის სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები 9 თვე გაგრძელდა, რამაც შედეგი მაინც ვერ გამოიღო.

BBC-ის ცნობით, ალ-ტანი დაუსრულებელმა და უშედეგო მოლაპარაკებებმა დაღალა, რის გამოც საქმიდან გავიდა და კლუბის ყიდვას აღარ აპირებს.

ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებისთვის ცუდი ამბავია, რადგან ისინი დიდი ხანია გლეიზერების კლუბიდან წასვლას ითხოვენ.