სტოიჩკოვი:

სტოიჩკოვი: "ვან გაალი მატყუარაა, მასზე საუბრით წუთის დაკარგვაც არ მინდა"

ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა ლუის ვან გაალზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ადამიანი მისთვის არაფერს წარმოადგენს. როგორც სტოიჩკოვმა აღნიშნა, ვან გაალი მატყუარა ადამიანია.

„ვან გაალი? ვინ ვან გალიი? მისი სახელის ხმამაღლა თქმაც არ მინდა. როცა მასზე საუბრობენ, არაფერი მახსენდება. ის დიდი პროფესიონალია, ამას არავინ უარყოფს, ვარჯიში მეთოდები კარგი ჰქონდა, მაგრამ მე არ მომწონს ის, როგორც ადამიანი. შეიძლება მე მეჩვენება ცუდ ადამიანად, მაგრამ არ მინდა მასზე საუბარი, მისნაირს არავის ვიცნობ. არც მე ვარ ყველაფერში კარგი, მაგრამ ვცდილობ რაღაცები გავაუმჯობესო. არ მინდა, მას ვგავდე. სხვაზე ვისაუბროთ, არა მასზე, ჩემს ცხოვრებაში ის არავინაა, ცრუ ადამიანია. მატყუარა, ვისთვისაც წუთის დაკარგვა არ მინდა, არ ღირს“, - თქვა სტოიჩკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხრისტო სტოიჩკოვისა და ლუის ვან გაალის გზები „ბარსელონაში“ გადაიკვეთა.