Sky Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი კასტელ ვოლტურნოში, სადაც „ნაპოლი“ ვარჯიშობს, სანაკრებო პაუზიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ დაბრუნდება, რათა ყველა მოთამაშეს შეხვდეს.
წყაროს თანახმად, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დაბრუნების მერე. დე ლაურენტისს სურს, რომ გუნდი გაამხნეოს ბოლო დროს რთული პერიოდის შემდეგ, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლო ორი თამაში წააგო, უახლოეს შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს.