რონალდუ:

რონალდუ: "ევრო 2024-ზე თამაში მინდა, იმედია არანაირი პრობლემა და ტრავმა არ მექნება"

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, რადგან ეს სავარაუდოდ მისი ბოლო წელი იქნება ეროვნულ ნაკრებში.

„იმედია, ევრო 2024-ზე ვითამაშებ, რადგან კარიერაში ბევრი დრო არ დამრჩა. იმედი მაქვს, არანაირი პრობლემა და ტრავმა არ მექნება, თამაში მინდა. პორტუგალია ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დავტოვე, მაგრამ ის ყოველთვის ჩემი სახლი იქნება“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში მე-200 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა. პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდა.