კონტე:

კონტე: "როდესაც მწვრთნელობას დავუბრუნდები, ყველასთვის რთული იქნება"

ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჯერ დასვენებას აპირებს, მაგრამ როდესაც სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება, მისი მეტოქეებისთვის ეს რთული იქნება.

„ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ ჩემს თავს დავპირდი, რომ დროს ოჯახს დავუთმობდი. ჯერ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა სამსახურს დავუბრუნდები, ყველასთვის ძალიან რთული იქნება. მზად ვიქნები საბრძოლველად“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს „არეცოს“, „სიენას“, „ბარის“, „ატალანტას“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“, „ინტერის“, „ტოტენჰემისა“ და იტალიის ნაკრების მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.