მაიამის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი, MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ იჯარით არცერთ კლუბში არ წავა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი გილემ ბალაგი.
„მესის, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს, დაახლოებით ერთთვიანი დასვენება ექნება. ასე რომ დაივიწყეთ საუდის არაბეთი და სხვა რამ. მაიამის „ინტერი" სეზონის ბოლო მატჩს 21 ოქტომბერს ჩაატარება ნოემბერში არგენტინის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები უწევს, მათ შორის ბრაზილიის ნაკრებთან.
დაახლოებით ერთთვიანი დასვენების შემდეგ წინასასეზონო ვარჯიშის დრო დადგება.“- წერს ბალაგი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატის კლუბში გადავიდეს.