„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, შესაძლოა მალე გაახანგრძლივოს ხელშეკრულება კლუბთან - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, „სიტის“ ხელმძღვანელობა აპირებს ესპანელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე შესთავაზოს. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ძალაშია 2025 წლის ივნისის ბოლომდე. მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დაიწყება.
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ შვიდი წლის განმავლობაში (2016 წლიდან) ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ორჯერ ინგლისის თასი და სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.